Friday, June 18, 2010

როგორ მრავლდებიან მცენარეები

1.პროექტის სახელი :

„როგორ მრავლდებიან მცენარეები“– ხორბლის და სიმინდის გამრავლება

2.პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შესაძლებელია ლამბაქაზე დავთესოთ ხორბალი და სიმინდი.

3.პროექტის სრული აღწერა:

პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი დათესავს ლამბაქზე ხორბალს, სადაც არის დაფენილი ბაბმბა. მეორე ჯგუფი გააკეთებს იგივეს, მხოლოდ სიმინდზე. ორივე ჯგუფი ცდილობს , რომ ყოველ მეორე დღეს მორწყან თავისი ნათესი. ლამბაქებს დადგამენ მზიან ადგილზე . 4 დღის შემდეგ ნაყოფი გასკდება და აღმოცენდება . განვითარდება ფესვები. მცენარე თანდათან გაიზრდება და ზრდასრული გახდება.

4.მოსწავლეთა ასაკი

1–ლი კლასის მოსწავლეები

5.ვადები

1 თვე

6. პროექტის აქტივობები:

გაეცნოს მცენარეთა სხვადასხვაგვარ გამრავლებას. დააკვირდეს ხორბლის და სიმინდის აღმოცენებას. ცდაზე დაკვირვების შედეგად დააკვირდეს მცენარის სასიცოცოხლო ციკლს, შეძლოს სასიცოცხლო ციკლის სქემის შედგენა

7. მოსალოდნელი შედეგები :

დაკვირვება, კვლევის შედეგების პრეზენტაცია. სააზროვნო უნარ–ჩვევები. ანალიზი